სენატორების კრიტიკა ვაშინგტონიდან - რას ამბობენ ოპოზიციაში
სენატორების კრიტიკა ვაშინგტონიდან -ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ მაღალი მოლოდინი არსებობს, რესპუბლიკური პარტიის მხრიდან, რომ გააგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება სწორედ სანქციები.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ უიკერის მხრიდან მსგავსი შეფასება იმის მაჩვენებლია, რომ “ყალიბდება პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „მეგობარი აქტი“ არის დასაჩქარებელი.“
როდესაც ვიკერი აფასებს ამ ფორმით, როგორითაც მან ივანიშვილი შეაფასა და დასვა ტოლობის ნიშანი მასა და პუტინს შორის, ეს ნიშნავს იმას, რომ ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაზე, გარდა რესპუბლიკური პარტიისა, კონკრეტულად მაგას შემადგენლობაშიც უკვე, მგონი, ყალიბდება პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „მეგობარი აქტი“ არის დასაჩქარებელი. ჩემი აზრით უნდა ველოდოთ მეტ გააქტიურებას იმ ავტოკრატიის გამყარების და იმ უმძიმესი ვიტარების გამწვავების ფონზე, რომელსაც საქართველოში ივანიშვილი აყენებს,- განაცხადა დათუნაშვილმა.
ამასთან, ოპოზიცია ყველაზე მნიშვნელოვნად ივანიშვილის გუნდის დასანქცირებას მიიჩნევს აშშ-ის მხრიდან და მათი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ივანიშვილის გვარი “მაგნიტსკის სიაშიც“ აღმოჩნდეს.
მისი ეს ნათქვამი ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოლტიკა, უკვე ჩამოყალიბებულია “ქართულ ოცნების“ რეჟიმის მიმართ და რუსული რეჟიმის განსახიერება, რომელიუც არის „ოცნება“ არის ის საფრთხე, რაც საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ ხალხს უდგას ძალიან მწვავედ და სწორედ ვიკერის განცხადებით, აშკარაა, რომ ამაში გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს აშშ-მა, მათ შორის სანქციებმა. საქნციები იქნება, ფინანსური სანქციები, რაზედაც ჩვენ ვმუშაობთ, ძალიან დიდი ხანი. კონკრეტული სანქციები კონკრეტული ადამიანების მიმართ. ასევე კონკრეტული მუშაობა ტარდება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი მაგნიტსკის სიაში იყოს შეყვანილი,- აცხადებს ხატია დეკანოიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა - კომისიის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ "ოცნებამ" ტრაგიკულად შეაჩერა ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ".
უიკერმა კრემლსა და "ოცნებას" შორის ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ ევროპისგან დაშორებითა და "რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით", ივანიშვილს გუნდს ისევე შეუძლია ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში, როგორც მისი "მთავარი პარტნიორი მოსკოვი" აკეთებს.