"დიდი ამბავი თუ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენება მისცა" - "ოცნება" ციხეში გაშვებულ გივი თარგამაძეზე
საპატიმრო გაანაჩენი გივი თარგამაძეს, რომელიც აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე იყო - სწორედ გივი თარგამაძის ჩვენების საფუძველზე გაიცა რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების 5 ორდერი, თუმცა "ოცნება" ახლა დღეს ამ ყველაფრის გაუფასურებას ცდილობდა.
დიდი ამბავი თუ ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ ჩვენება მისცა - ამბობს გია ვოლსკი.
"ოცნების" დეპუტატის მტკიცებით, ეს ვაჟკაცობა სულაც არ არის.
რუსეთის წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა ამაში გასაკვირი რა არის? რუსეთი გარესორია, ოკუპანტია. გივი თარგამაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა თუ სხვა გონჩარეკო იქნება, ზუსტად იგივე ჩვენებას მისცემს ყველა, ფაქტია, დიდი ამბავი ახლა, ვაჟკაცად გამოგვივიდა. ჰააგაში ჩვენება მისცა, აბა რა უნდა ექნა. ისე ამბობს, რომ გეგონება დაძლია, დაუპირისპირდა რუსეთს, გადაუარა და გადაჯეგა... ყველა საშუალება მისცა გივი თარგამაძემ ამ ტუტუცური განცხადებებით, რომელიც აკეთა", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა "ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა.
გინდაც ჰააგაში მიეცა ჩვენება, გინდათ სტრასბურგში და გინდათ საქალაქო სასამართლოში - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო პოლიტიკოს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც. სხდომას პოლიტიკოსი არ ესწრებოდა.
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
- კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.