"პუტინის ოცნება" "ქართულმა ოცნებამ" აასრულა - გივი თარგამაძის მამა
გივი თარგამაძის მამა ამბობს, რომ მისი შვილის დაპატიმრებით, "პუტინის ოცნება" "ქართულმა ოცნებამ" აასრულა".
ციხეში გაშვებული პოლიტიკოსის მშობელი ამბობს, რომ "ოცნებას" ძალიან დიდი ხანია უნდა მისი შვილის რუსეთისთვის გადაცემა, თუმცა კონსტიტუცია ამას უკრძალავს.
- შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა 13 წლიანი პატიმრობა და მასზე ძებნა გამოაცხადა.
თარგამაძის მამა ამაყია, რომ ასეთი მებრძოლი და უშიშარი შვილი გაზარდა და "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს -"ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ"
"ყველაფერი ნათლად ჩანს. მე შემიძლია ვთქვა - "ერთი შვილ მაინც გავზარდე ვეფხებტან მეომარი" . დანარჩენი, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. "პუტინის ოცნება" აასრულა "ქართულმა ოცნებამ". დიდი ხანი ამას აპირებდა, მაგრამ აქამდე ეს არ გამოსდიოდა და ეხლა ეს გააკეთეს. რუსეთზე დიდი ხანია უნდოდათ გადაცემა, მაგრამ კონსტიტუცია არ აძლევდათ ამის საშუალებას და ვერ გადასცეს. ისე კი შეიძლება ჩამოიყვანონ რუსები, რა ჩამოყვანა უნდა, აქ არ ჰყავთ. გივიმ ბევრი ხიფათი გადაიტანა, ყირგიზეთში ბეწვზე გადარჩა სიკვდილს. ხიფათიანი კაცია, მაგრამ არ გატყდება", - ამბობს გივი თარგამაძის მამა.
გივი თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა.
თეა წულუკიანის კომისიაზე არ მისვლის გამო პოლიტიკოს აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავებაც. სხდომას პოლიტიკოსი არ ესწრებოდა.
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
- კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.