განცხადებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს მას-ხიდაშელი სენატორების კრიტიკაზე

27.06.25 13:36
განცხადებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს მას-ხიდაშელი სენატორების კრიტიკაზე

სენატორების კრიტიკა ვაშინგტონიდან- ტრამპის გუნდის უახლოესი გარემოცვის წევრი და ამერიკის სგარეო პოლიტიკაზე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პოლიტიკოსი, როჯერ ვიკერი “ქართული ოცნების“ პოლიტიკას ღიად აკრიტიკებს და ტრაგიკულს უწოდებს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოში იმედოვნებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, აშშ-ის მიდგომა „ოცნებასთან“ არ შეიცვლება.

თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ “იმ შემთხვევაში, როდესაც დამტკიცდება “ მეგობარი აქტი“, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის დასანქცირებას მოითხოვს, ტრამპს ექნება შესაძლებლობა, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, მიიღოს ხისტი გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში და დასანქცირდეს ივანიშვილის გუნდი.“

გასაგებია, რომ ყველა ჩვენი მეგობარი, რომელიც მოწადინებულია საქართველოს დახმარებით, ყევლაფერს აკეთებს, რომ უკიდურესად არ გართულდეს ვითარება, არ ჩაიჭრას ბოლო ხიდები და შეუქცევადია რ გახდეს ეს დაძაბულობა, რომელიც დღეს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფალსა და დასავლურ სამყაროს შორის არსებობს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ყველანი, ძალიან კარგად, რომ არა თუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კობახიძისთვის, რას იტყვიან ვაშინგტონიდან სენატორები, ან სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ან ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან, არამედ, ერთადერთი, რასაც მისთვის მნიშვნელობა აქვს, რას ჩასძახებს მოსკოვი ივანიშვილს და მერე რას ამოსძახებს ივანიშვილი იმისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

ამ ფონზე, მე ვფიქრობ, რა თქმა უნდა, განცხადებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებებიც მოჰყვეს მას.

“მეგობარი აქტის“ მიღება იმის ლეგიტიმაციას გააჩენს, რომ ნებისმიერ მომენტში, რაიმე სპეციალური თანხმობების მიღების გარეშე, მოხდეს უკვე აღმასრულებელი გადაწყვეტილებების მიღება. იქნება ეს სანქცირების ნაწილში, სამთავრობო პროგრამების გაჩერების ნაწილში თუ სხვა. თუმცა, ახლა ამ წუთის მდგომარეობით, ურთიერთობები იმდენად გაყინულია, სამწუხაროდ, უკვე ვართ იმ ეტაპზე, რასაც სტანდარტულ მდგომარეობაში “მეგობარი აქტი“ შექმნიდა, -განაცხადა ხიდაშელმა.

ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ივანიშვილის გუნდშიც გამოეხმაურნენ.

გია ვოლსკი ამბობს, რომ “უიკერისგან განსხვავებით, ის ევროატლანტიკური მიმართულების დასრულებას ვერ ხედავს“.

ევროატლანტიკური მიმართულების დასრულებას მე ვერ ვხედავ, ვიკერი რატომ ხედავს, მე არ ვიცი, რადგან საქართველომ, დღესდღეობით, შეინარჩუნა ის, რომ სისხლი არ დაიღვარა და რუსეთმა არ გადაუარა საქართველოს, როგორც ამერიკის შეერტებული შტატების ერთ-ერთ ერთგულ მოკავშირეს. მოკავშირეობა გამოიტახება კონკრეტული საქმიანობიდან, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, მხარდამხარ იბრძოდნენ და ამ რიტორიკაში და ბრტყელ-ბრტყელ განცხდებებში არ გამოიხატება არსი პოლიტიკური გუნდის, მე ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგევართ,- განაცხადა ვოსლკიმ

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ განცხადებები გაკეთდა - კომისიის თავმჯდომარემ,  როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ "ოცნებამ" ტრაგიკულად შეაჩერა ქვეყნის სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ". 

უიკერმა კრემლსა და "ოცნებას" შორის ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ ევროპისგან დაშორებითა და "რუსეთთან პარტნიორობის კულტივირებით", ივანიშვილს გუნდს ისევე შეუძლია ჩაერთოს კორუფციასა და რეპრესიებში, როგორც მისი "მთავარი პარტნიორი მოსკოვი" აკეთებს. 

მსგავსი სიახლეები