"ოცნება" პუტინის ოცნებას ბოლომდე ვერ აასრულებს, საქართველო გაიმარჯვებს - გივი თარგამაძე

27.06.25 14:05
"ოცნება" პუტინის ოცნებას ბოლომდე ვერ აასრულებს, საქართველო გაიმარჯვებს - გივი თარგამაძე

"ოცნება" პუტინის ოცნებას ბოლომდე ვერ აასრულებს, საქართველო გაიმარჯვებს - ეს იყო ბორკილებდადებული გივი თარგამაძის სიტყვები პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისას, რომელიც პოლიტიკოსმა "პირველებს" უთხრა.

თარგამაძე, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში ჰააგის სასამართლოს მთავარი მოწმე იყო და სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე გაიცა 5 რუსი სამხედრო მაღალჩნოსნის დაკავების ორდერი, ახლა რუსთავის ციხეში ასახლებენ.

მას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა და 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ თეა წულუკიანმა კრემლის დაკვეთა შეასრულა. 

  • შეგახსენებთ, რომ გივი თარგამაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა 13 წლიანი პატიმრობა და მასზე ძებნა გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები