მეტობით დისბალანსი მანიპულაციას ნიშნავს - დოლიძე საარჩევნო დარღვევებზე
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთასორისო საზოგადოების" დირექტორი, ნინო დოლიძე, საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. დოლიძის თქმით, ოქმებში მეტობით დისბალანსი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
კანონმდებლობით როდესაც საუბარია მეტობით დისბალანსზე, მეტობით დისბალანსი არის ცალსახად პრობლემა, იმიტომ რომ მეტობით დისბალანსი შეიძლება, მიუთითებდეს როგორც ტექნიკურ, ასევე ჩაყრის მცდელობას. ანუ იმაზე მეტმა ადამიანმა მოათავსა ყუთში ბიულეტენი, ვიდრე ხელმოწერა გვაქვს, რაც რა თქმა უნდა მანიპულაციას ნიშნავს ცალსახად. რაც შეეხება ნაკლებობას, ჩემი აზრით, ესეც პრობლემაა, მაგრამ როცა ნაკლებობაზეა, შეიძლება იფიქრო, რომ ტექნიკურია, თუმცა თუ ამას მასშტაბური სახე აქვს ეს შეიძლება მიუთითებდეს, როცა ამომრჩეველმა გაიტანა უბნის გარეთ ბიულეტენი. თუ 39%-ზე არის დისბალანსი ცხადია იმოქმედებს. ჩვენ შემაჯამებელ ოქმებს ვსწავლობთ და მათ შორის, გვაქვს დისბალანსთან დაკავშირებით საჩივრები", - ამბობს ნინო დოლიძე.