ხმაური ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესზე - დაცვის მხარემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის აცილება მოითხოვა

27.06.25 14:36
ხმაური ანტონ ჩეჩინის სასამართლო პროცესზე - დაცვის მხარემ პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის აცილება მოითხოვა

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრის, ანტონ ჩეჩინის პროცესი მიმდინარეობს -სხდომაზე დღეს პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელი, არჩილ ნაცვლიშვილი  დაიკითხა. 

პოლიციის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ოპერატიული შეტყობინება მიიღო ჩეჩინის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობის შესახებ, შემდეგ მივიდა მისამართზე და ჩხრეკა ჩაატარა. სწორედ მან გადაიყვანა ჩეჩინი ძალის გამოყენებით პოლიციაში და მანვე შეადგინა დაკავების ოქმი. 

ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის გამომძიებელის დაკითხვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 

სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც არჩილ ნაცვლიშვილი დღეს ადვოკატის კითხვებისთვის თავის არიდებას ცდილობდა. ამ ფაქტს დაცვის მხარის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა ჩეჩინის უფლებადამცველს უთხრა: - "აღზნებულ ხართ ძალიან, დაწყნარდით". პროკურორის ამ სიტყვებს დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ შმაგი გობეჯიშვილს დამშვიდებისკენ აქეთ მოუწოდა - "დამშვიდდით ბატონო შმაგი, დაწყნარდით".

დაცვის მხარემ ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ პროკურორი მოწმეს უთითებდა რაზე უნდა ესაუბრა და შმაგი გობეჯიშვილის აცილება მოითხოვა. 

შმაგი გობეჯიშვილი აცილებულ იქნას, ის თვითონ ადგენს კონკრეტულ კითხვებზე რა პასუხი უნდა გასცეს მოწმემ. ასევე აჩვენებს ოქმებს გამომძიებელს", - განაცხადა ადვოკატმა. 

თავად სინდისის პატიმარს რომელიც რამდენიმე კვირის წინ ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობდა, სასამართლო პროცესზე სიტყვით ჯერ არ უსარგებლია. ჩეჩინი დღეს სხდომაზე მედიის მხარდამჭერი ბანერით მივიდა - "სოლიდარობა მედიას". 

სინდისის პატიმარს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან.წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

  • 26 წლის ახალგაზრდა საქართველოში რუსეთიდან მასე შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში რუსული რეჟიმის შევიდა და ომი წამოიწყო. ჩეჩინის ოჯახი ამბობს, რომ ახალგაზრდა რუსეთში ანტიპუტინისტურ აქციებში მონაწილეობდა, ის ნავალნის პარტიის მხარდამჭერი იყო და რამდენჯერმე დაკავებულიც იყო, თუმცა საერთაშორისო სასამართლომ მისი უფლებების დარღვევა დაადგინა.
  • საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩეჩინი უკვე საქართველოში გამართულ აქციებში მონაწილეობდა. 

მსგავსი სიახლეები