ევროპული პოლიტიკის მკვლევარი: ეტაპობრივად საქართველოს ევროპული მომავალი ილუზია ხდება

27.06.25 15:44
ევროპული პოლიტიკის მკვლევარი: ეტაპობრივად საქართველოს ევროპული მომავალი ილუზია ხდება

გაუარესებული ვითარება ქვეყანაში - ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი ისე დასრულდა, რომ საქართველოს შესახებ ერთი სიტყვაც არ თქმულა.  ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ერთ დროს ასოცირებული სამეულის ლიდერი იყო და რეფორმებით გამოირჩეოდა, ახლა კი დღის წესრიგდან გაქრა.

უკვე მეორე სხდომაა, საქართველო არცერთ დასკვნაში არაა ნახსენები. ბოლო ჩანაწერში კი, რომელიც ევროპული საბჭოს დასკვნაში დეკემბერის გვხვდება, საუბარია იმაზე, რომ ევროპელი ლიდერებეი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას“ ევროატლანტიკურ გზას დაუბრუნდეს, არასრულოს ქართველი ხალხსი ნება და ასევე, დაისაჯოს ყველა მოძალადე, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა.

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, სტივენ ბლოკმანსი, რომელიც დეტალურად იცნობს ევროპულ განწყობებს, საქართველოსთან მიმართებაში, “პირველებს“ ეუბნება, რომ “ვითარება არის ძალიან მძიმე და პესიმისტური. “

მისი შეფასებით, “ნელა-ნელა ილუზია ხდება, საქართველოს ევროპული მომავალი, ვინაიდან, მეთოდები, რასაც ახლა “ოცნება“ იყენებს, საკუთარი ხალხის და პოლიტკოსების წინააღმდეგ, არ არის ევროპული გზა.“

თუ შევადარებთ აქაურ მდგომარეობას, ჩემს მაისის დროინდელ  ვიზიტს, როცა მასობრივი გამოსვლები იყო, შემიძლია ვთქვა რომ სიტუაცია ისევ არაერთგვაროვანია. მაგალითად, კარგია, რომ ჯერ კიდევ მაინც არსებობს თავისუფალი მედია, მაგრამ ამავე დროს ის რაც ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, მათი დაკავების მხრივ, ასევე ადამიანების თავისუფალი გამოხატვის მიმართ, სულ უფრო და უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს. თუ გადავხედავთ ამ ბოლო პერიოდს, რომელიც  ეხება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქართველოსთან ურთიერთობის დინამიკას, სამწუხაროდ, ის  პესიმისტურია. რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, როცა ნებისმიერი სწრაფვა უფრო თავისუფალი, უფრო თანამედროვე და უფრო აყვავებული ეკონომიკისკენ, რასაც ევროკავშირი სთავაზობს მის წევრ ქვეყნებს, არის შეჩერებული. ნელ-ნელა პოლიტიკოსები საერთო დასკვნაზე ჯერდებიან, რომ ეტაპობრივად საქართველოს ევროპული მომავალი ილუზია ხდება. საქართველოს უკვე უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ მედიაში ევროპის ქვეყნებში, უფრო იშვიათად მიდის საქართველოზე დებატები ევროპულ  საბჭოში და ამის გამო მართლა სასწაული უნდა მოხდეს რომ ყველა მოთამაშე, თვითონ საქართველოში და ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ისე გაუმკლავდნენ ამ საერთაშორისო ვითარებას, რომ  საქართველოს გაწევრიანებაზე საუბარი რამენაირად ისევ დღის წესრიგში დადგეს და საქართველო საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი,-ამბობს ბლოკმანსი.

 

როგორ უნდა უპასუხოს ევროკავშირმა “ქართული ოცნების“ ქმედებებს-სტივენ ბლოკმანსი “პირველებთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ “ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაინც ვერ თანხმდებიან წნეხის ზოგიერთ მეთოდებზე, რომელზეც რეკომენდაცია გასცეს წევრი ქვეყნების ნაწილმა“.

მისი თქმით, “უვიზო რეჟიმზე რამდენიმე თვეა აქტიურად ლაპარაკობენ, მაგრამ, სულ ჩნდება არგუმენტი, რომ ეს დასჯის მოსახლეობის უფრო ფართო რაოდენობას, რომლებიც არ უჭერენ მხარს ხელისუფლების რეპრესიებს.“

ჯერჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყნები მაინც ვერ თანხმდებიან წნეხის ზოგიერთ მეთოდებზე, რომელზეც რეკომენდაცია გასცეს წევრი ქვეყნების ნაწილმა და რომლებსაც თვითონაც აქვთ სანქციები დაწესებული ავტორიტარიზმის დამყარებაში მთავარ დამნაშავეებზე. მათ სურთ ამ სანქციების ევროკავშირის დონეზე აწევა. ამაში შედის: ინდივიდუალური ფინანსური სანქციები და ქონების დაყადაღება კონკრეტული პირების წინააღმდეგ და ასევე უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. რა თქმა უნდა  უფრო მკაცრ ზომაზე - უვიზო რეჟიმზე რამდენიმე თვეა აქტიურად ლაპარაკობენ, მაგრამ ამ საკითხზე სულ ჩნდება არგუმენტი, რომ ეს დასჯის მოსახლეობის უფრო ფართო რაოდენობას, რომლებიც არ უჭერენ მხარს ხელისუფლების  რეპრესიებს. ასე რომ, ახლა საინტერესოა, თუ იპოვნიან საკმარის წევრ ქვეყნებს რომ შექმნან უმრავლესობა და ვიზა ლიბერალიზაცია დაბლოკონ,-აცხადებს სტივენ ბლოკმანსი.

მსგავსი სიახლეები