ნიკა მელიას მოსამართლემ სასჯელები შეუკრიბა, აქამდე ასეთი ფაქტი მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში - ადვოკატი

27.06.25 15:20
ნიკა მელიას მოსამართლემ სასჯელები შეუკრიბა, აქამდე ასეთი ფაქტი მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი ბექა კვინიკაძე, უპრეცედენტოს უწოდებს მოსამართლე გალუსტაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა მელიას სხვადასხვა საქმეზე სასჯელები შეუკრიბა.

  • ცნობისთვის, ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობის გარდა,  მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკისრა  2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდაც.
  • ნიკა მელია 25 000 ლარით სასამართლომ 2019 წელს დააჯარიმა. ის სასამართლომ „ბანკი ქართუს“ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში მეორე ფაქტია ის, რომ ნიკა მელიას სასჯელები შეუკრიბა სასამართლომ. ერთი აქამდე ასეთი ფაქტი მოხდა მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში და მეორე გახლდათ ნიკა მელია. არსებობდა 2019 წლის განაჩენი "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით,  სადაც ნიკა განაჩენსი სახით ჰქონდა 25 000 ლარიანი ჯარიმა. ეს გადაწყვეტილება იყო აღუსრულებელი. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ნინო გალუსტაშვილმა ორი საქმე გააერთიანა და სასჯელები შეკრიბა ორ საქმეზე", - ამბობს ბექა კვინიკაძე. 

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები