არ არის გამორიცხული უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი - ზალკალიანი სააკაშვილზე

04.10.21 13:43
არ არის გამორიცხული  უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი - ზალკალიანი სააკაშვილზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მხარისთვის გადაცემას გამორიცხავს. ზალკალიანი განმარტავს, რომ  უცხო ქვეყანაში პირის ექსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. ზალკალიანი ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილს უკრაინის საღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. 

 მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება ექსტრადირება, თუკი მას აქვს იმ ქვეყნის შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. რაც შეეხება უკრაინელებთან ჩვენს ურთიერთობას, ძალიან კარგი, ნაყოფიერი კონტაქტები არსებობს. ეს კონტაქტები კარგა ხანია, დაწყებულია. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საელჩოს დაუკავშირდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საელჩოს თანამშრომელი უკვე იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მან ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მიაწოდა ყველა ინფორმაცია, ამომწურავი. მათ შორის პროკურატურის მასალები, ბრალი, სასჯელს რაზეც იხდის და ასევე ის გარემოებები, რა გარემოებებშიც მისი დაკავება მოხდა.

მოგეხსენებათ, უკრაინაში ახალი ელჩი გვყავს. ის დღეს რწმუნებათა სიგელების ასლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცემს და დამატებით ინფორმაციას, თუკი აინტერესებთ უკრაინელ პარტნიორებს, მიაწვდის. არც კი უნდა იყოს ჩვენი ურთიერთოებების მძევლად აყვანის საკითხი განხილული, რისი მცდელობაც აქვთ ოპონენტებსა და თავად მსჯავრდებულს.

გასაგებია, უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, რომ მის მოქალაქეზე იზრუნოს. მაგრამ სანამ მსჯავრდებული სააკაშვილი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გახდებოდა უკრაინის მოქალაქე, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი და მოქალაქე და მას ის დანაშაულები, რის გამოც ბრალი აქვს წარდგენილი, აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს ყველაფერი ცნობილი იყო კიდეც. ჩემი პირადი აზრია, რომ არ არის გამორიცხული, მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

მსგავსი სიახლეები