არასრულ 1 თვეში, რუსულმა რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა მელია, მოხდა მისი კრიმინალური გატაცებაც-კირთაძე

27.06.25 15:24
არასრულ 1 თვეში, რუსულმა რეჟიმმა ორჯერ დააპატიმრა მელია, მოხდა მისი კრიმინალური გატაცებაც-კირთაძე

არასრულ 1 თვეში, რუსულმა რეჟიმმა, ორჯერ დააპატიმრა ნიკა მელია, წინასწარი პატიმრობით, დღეს მის წინაშე დაადასტურა ბრალი და განაჩენი მიიღო სასამართლომ, -ა მის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზეც ისაუბრა, მას “კრიმინალური გატაცება“ უწოდა და აღნიშნა, რომ “ამ ფაქტზე ფორმალური დოკუმენტაციაც კი, არც ნიკა მელიას და არც მის უფლებადამცველებს არ აქვთ ჩაბარებული“.

კირთაძე ამბობს, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლინ ხალხი გატეხოს, თუმცა, მისი თქმით, “არათუ  გატყდებიან, არამედ, უფრო მეტი მოტივციით გააგრძელებენ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ“.

არასრულ 1 თვეში, რუსულმა რეჟიმმა, ორჯერ დააპატიმრა ნიკა მელია, წინასწარი პატიმრობით, დღეს მის წინაშე დაადასტურა ბრალი და განაჩენი მიიღო სასამართლომ. ასევე ამ არასრულ ერთ თვეში მოხდა მელიას კრიმინალური გატაცებაც. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ ამ კრიმინალურ გატაცებაზე, ფორმალური დოკუმენტაციაც კი, არც ნიკა მელიას და არც მის უფლებადამცველებს არ აქვთ ჩაბარებული, უფრო მეტიც, მის დაკავებაზე პასუხისმგებელი ადამიანები ყველამ კარგად ვნახეთ, რომ დააწინაურა რეჟიმმა შსს-ში. ასევე, დღეს რეჟიმმა გივი თარგამაძე დააკავა და ამითი დიდი ხნის სურვილი და ოცნება აუხდინა პუტინს, ბუნებრივია, სოლიდარობა მას.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რატო ჩადის ამ საქციელს ბიძინა ივანიშვილი და რეჟიმი. მათი მთავარი მოკავშირე ახლა არის იმედის და რწმენის გატეხა იმ ადამიანებში, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის, ამიტომ არიან ისინი ამ რეჟიმში, ძალადობის ყველა ფორმის გამოყენების ეტაპზე, ამის პასუხი უნდა იყოს მეტი რწმენის და მოტივაციის გაჩენა იმ ხალხში, ვინც ვიბრძვით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ამის ნათელ მაგალითს კი ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გივი თარგამაძე და სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უკვე ციხეში არიან, ძალიან აქტიურად გვაძლევენ. ასევე ამის მაგალითს გვაძლევს ის 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, ასევე ქალბატონები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე საპყრობილეში ჰყავს ბიძინა ივანიშვილს და ვერ გატეხეს. არათუ გავტყდებით, არამედ, უფრო მეტი მოტივციით გავაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და გამარჯვება ბოლოს მაინც ჩვენ ქვეყანას დარჩება-განაცხადა კირთაძემ.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

მსგავსი სიახლეები