არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა - წითლიძე
არ არსებობს არანაირი „ქართული ოცნება“, არსებობს „რუსული ოცნება“, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
ანა წითლიძის შეფასებით, მოცემული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის გუნდი ოკუპანტი რუსეთის მოკავშირეა და ქვეყანაშიც სწორედ მათ ინტერესებს ატარებს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტი ევროსაბჭოში ერთმანეთს შეხვდნენ. მოულოდნელი ამაში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით საქართველოს ე.წ ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. ისინი არიან რუსების მოკავშირეები და რუსები, რომლებიც ქვეყანაში ატარებენ რუსულ ინტერესებს და ის, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოში სპეციალური ტრიბუნის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა იქნება, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” 13 წელია ვიძახით, რომ არ არსებობს არანაირი “ქართული ოცნება”, არსებობს “რუსული ოცნება”, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა საქართველოში.” - განაცხადა ანა წითლიძემ.
საქართველომ მხარი არ დაუჭირა ევროპის საბჭოს ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.