კიდევ ერთი ოპოზიციონერი საკანში - გივი თარგამაძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

27.06.25 20:02
კიდევ ერთი ოპოზიციონერი საკანში -  გივი თარგამაძეს 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კაცი, რომელზეც ოკუპანტ რუსთს 13 წელია ძებნა აქვს გამოცხადებული და რომელსაც ბელორუსში 25 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ივანიშვილის გუნდმა წულუკიანის კომისიაზე გამოცხადებელობის გამო ციხეში გაუშვა. 

8 თვიანი პატიმრობა გივი თარგამაძეს მოსამართლე გალუსტაშვილმა შეუფარდა. მსჯავრდებული პოლიტიკოსი პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა. ფიქრობს, რომ მისი დაკავებით წულუკიანმა ოკუპანტი რუსეთის დაკვეთა შეასრულა. სწორედ გივი თარგამაძეა ის ადამინია, რომლის ჩვენების საფუძველზე ჰააგის სასაამართლომ აგვისტოს ომის ხუთი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა. 

ის, რომ პუტინისთვის გივი თარგამაძე სამიზნე დიდი ხანია არის, დასტურდება ვიდეომასალითაც, სადაც ომის დამნაშავე ითხოვს ქართველი პოლიტიკოსის გასამართლებას. ითხოვა, რომ თარგამაძე არავინ დაიცვას და ის დაისაჯოს. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები