ვრჩები ფოთში, როგორც რიგითი ფოთელი - უგულავა

04.10.21 13:58
ვრჩები ფოთში, როგორც  რიგითი ფოთელი  - უგულავა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს და ფოთში რჩება, როგორც როგორც მერობის კანდიდატი, რეფერენდუმის ლიდერი და რიგითი ფოთელი. ამის შესახებ უგულავა სოციალურ ქსელში წერს. უგულავას თქმით, გამარჯვება ოლიგარქიის მარცხით დასრულდება. 

დიახ, მეგობრებო, ახლა იწყება ამ რეფერენდუმის მეორე და გარდამტეხი ეტაპი. თქვენ ნახეთ, რომ ამდენი ფალსიფიკაციის და ძალადობის ფონზე, "ოცნება" კარგავს კონტროლს ქვეყნის დიდ ქალაქებზე, ხოლო სამეგრელოში მთლიანად გაბანკროტებულია. ეს პროცესი შეუქცევადია, ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით და ოლიგარქიის მარცხით დასრულდება. გამარჯვება ახლოსაა, გამარჯვებას ბოლომდე ბრძოლა სჭირდება", -  წერს უგულავა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები