ბრიტანეთის მთავრობა ქართულ ბიზნესს აფრთხილებს - ვინ შეიძლება, გახდეს სანქციების სამიზნე?
ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა ოფიციალური დოკუმენტი ქართული ბიზნესითვის, რომელიც ქართულ კომპანიებს აფრთხილებს, რა არ უნდა გააკეთონ, რომ ბრიტანეთის სანქციების სიაში არ მოხვდნენ. ბრიტანეთის მთავრობა ქართულ ბიზნესს აფრთხილებს: ვინც რუსეთს სანქციებისაგან გევრდის ავლაში ეხმარება, ამით საკუთარ ბიზნესს, საკუთარ თავს და კომპნიებს დიდი საფრთხეში აგდებს. ხართ თუ არა ბრიტანეთის მოქალაქე ან გავქთ თუ არა ბიზნესი ბრიტანეთში, სანქციები მიაინც მიწვდება ნებისმიერს.
დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, ვინ იქნება სანქციების პოტენციური სამიზნე. ბრიტანეთის მთავრობის დოკუმენტში მაგალითების დონეზეა აღწერილი სანქციებისგან გვერდის ავლის სქემები. მაგალითად, რუსეთში აკრძალული პროდუქციის ქართული კომპანიების სახელით შეძენა, თითქოს ის ჩვენს ქვეყანაში მოდის, და შემდეგ რუსეთში გადაყიდვა.
ოფიციალური ლონდონის შემუშავებულ დოკუმენტში წერია, რომ ასეთი სქემის მოქმედება დასჯადია და სანქცირებას ექვემდებარება. სანქცირებული კომპანია კი ჩაითვალება მაღალი რისკის მქონედ და ბანკები მის მომსახრებაზე უარს იტყვიან.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირებიდან ვის აქვს ბიზნესი დიდ ბრიტანეთში? ერთ-ერთი ბიძინა ივანიშივლის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილია. ბრიტანული რეესტრის თანხმად, ის დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის მფლობელია. ლონდონშია რეგისტრირებული ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის კომპანია "ჯეო ორგანიქსიც". ბრიტანეთში ბიზნესს ფლობს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძე და მასთან ახლო კავშირში მყოფი ვანო ჩხარტიშვილი. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ქართველი ბიზნესმენებისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში, ისინი სიაში პირველები იქნებიან.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.