კობახიძე გაზრდილი ეკონომიკით ამაყობს - ასახავს თუ არა სტატისტიკა რეალობას?
პარლამენტში მისულმა ირაკლი კობახიძემ ბევრი ილაპარაკა ეკონომიკურ ზრდაზე, ოღონდ ყველა რიცხვს 12 წლის წინანდელ პერიოდს ადარებდა. ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და ეკონომიკური ზრდა, რომელიც რიცხვებში ნამდვილად ჩანს, ხალხზეც აისახება.
ფინანსისტები კობახიძეს ახსენებენ, რომ თუ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს არა "ოცნების" პოლიტიკის, არამედ რუსების შემოდინებისა და მანქანების რეექსპორტის წყალობით.
დღეს კობახიძე თავს იწონებდა 6 მლრდ-იანი არაბული ინვესტიციით, რომელიც ჯერ მხოლოდ ფურცელაზეა. რეალობა კი ასეთია: 2025 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 179 მლნ დოლარამდე შემცირდა და ეს ბოლო 10 წელში პანდემიური პერიოდის გარდა ყველაზე ცუდი მჩვენებელია.
ირაკლი კობახიძის სტატისტიკით, უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა, საშუალო ხელფასიც გაზრდილია და სიღარიბესაც თავი ათი ათასობით ადამიანმა დააღწია. რიცხვები ამბობენ, რომ საშუალო ხელფასი გაიზარდა, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, ჩინოვნიკების კოლოსალური ხელფასების ხარჯზე, რადგან რიგითი მოქალაქის შემოსავალი ამ ქვეყანაში ხშირად 1000 ლარამდეც ვერ აღწევს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.