რა სტრატეგია აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ლიდერების დაკავების შემდეგ?
მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ადგილირივი არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ, პოლიტიკური ლიდერების დაკავებების შემდეგ მიიღო. ფიქრობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციამ ერთიანი ბრძოლით ახალი პოლიტიკური პროცესი უნდა შექმნას, რადგან არჩევნების გაუქმება და პოლტიკური ლიდერების ციხეში ჩასმა, არის ის, რაც ივანიშვილს ყველაზე მეტად სჭირდება.
რა პოლიტკური შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ოპოზიციის მოლაპარაკებები, ნაცმოძრაობის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკურ რეაობაში მთავარია ერთიანი გადწყვეტილება, თავდახმა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ და სწორება 4 ოქტომბერზე აიღონ.
ნაცმოძრობა მუნიციპალურ არჩევნში მონაწილეობას არ ემხრობა, თუმცა მხარს უჭერს ხალხის საყოველთაო მობილიზებას 4 ოქტომბერს. პარტიაში ფიქრობენ, რომ ამ დღეს მთავარი საარჩევნო უბანი რუსთაველი გამზირი უნდა იყოს, სადაც ამომრჩველი შეიკრიბება.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.