ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს - კობახიძე

04.10.21 14:10
ქართველმა  ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მტკიცებით, მეორე ტურში ოცივე მუნიციპალიტეტში მმართველი გუნდის კანდიდატები იმარჯვებენ. კობახიძემ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ  ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს. კობახიძე ამბობს, რომ "ოცნება" 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც აუმჯობესებს. 

"ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა საკრებულოში მანდატების 66%, ჩვენი გათვლით, მეორე ტურის შემდეგ მაჩვენებელი 68%-მდე გაიზრდება. "ოცნება" ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში, გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო, თუმცა საბოლოოდ მყარი უმრავლესობის  შექმნა არ გაგვიჭირდება. 

ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ 2 მუნიციპალიტეტში წავაგეთ არჩევნები. მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩვენებთან ერთად   ჩვენ მოვიგეთ რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოცხადებული რეფერენდუმიც. ამომრჩევლის 47%-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა მყარი ნდობა "ქართული ოცნების" მიმართ. ქართველმა ხალხმა მყარი უარი უთხრა მოძალადეებსა და მოღალატეებს და ქვეყნის შეუქცევად განვითარებას დაუჭირა მხარი", - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები