არცერთი შენიშვნა, არცერთი კრიტიკული აზრი - კობახიძის სიტყვა პარლამენტში და კომპლიმენტების კასკადი "ოცნებისგან"
ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენამ დღეს მოქალაქეების ნაწილს კომუნისტური პარტიის სხდომა გაახსენა, სადაც ყველა ერთმანეთს ეთანხმებოდა. მადლობების რეკორდი დღეს ლადო კახაძემ მოხსნა.
პარლამენტის უხუცეს წევრს არც ირმა ზავრადაშვილი ჩამორჩა, რომელიც კობახიძის გამოსვლით ისე მოიხიბლა, რომ ითხოვა, მისი სიტყვების მოსმენა სავალდებულო გახდეს.
მადლობების მთავარმა ადრესატმა ერთი მადლობა თავადაც გადაიხადა. მადლობა, რა თქმა უნდა, ივანიშვილს, თუმცა ივანიშვილი არც სხვებს გამორჩენიათ, თუმცა ის დარბაზში არსად ჩანდა.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.