გახარია ბოლივით აორთქლდა, მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა - კობახიძე

04.10.21 14:15
გახარია ბოლივით აორთქლდა, მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა - კობახიძე

"გახარია მოღალატის პარტიასთან გამორიცხულია თანამშრომლობა" - ამის შესასახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარემ საკრებულოებში გახარიას გუნდთან თანამშრომლობას გამორიცხა.  კობახიძე ექსპრემიერის პარტიას დაშლას უწინასწარმეტყველებს: 

რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის, რა თქმა უნდა, აუცილებლად დაიშლება და მოიშლება. ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა. არჩევნების დასრულების შემდეგ მეორე დღეა და ის არ ჩანს. ელამენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ 100 000 ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც ყველაზე კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მან ძალიან კარგად იცის, რომ არის მოღალატე და პირველ რიგში საკუთარ თავს ემალება"- განაცხადა კობახიძემ. 

მუნიციპალიტეტების საკრებულოებში  "ქართული ოცნება" უმრავლესობას კარგავს.

მსგავსი სიახლეები