ლიეტუვას საგარეო: ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს... პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ჩართული პირები დასანქცირდნენ
ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში "ქართული ოცნების" რეპრესიებს გმობს და განცხადებაში აღნიშნავს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო პასუხისმგებელი პირები დასანქცირდნენ.
მკაცრად ვგმობთ საქართველოში რეპრესიებს, რადგან ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ოპოზიციონერ ლიდერს იჭერენ. "ქართული ოცნების" ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაა აგებული. პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები უნდა გათავისუფლდნენ; ჩართული პირები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ," - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.