ივანიშვილს საქართველოს ბელარუსად ქცევა უნდა - ბუაძე

27.06.25 22:24
ივანიშვილს საქართველოს ბელარუსად ქცევა უნდა - ბუაძე

ივანიშვილს საქართველოს ბელარუსად ქცევა უნდა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.

მისივე შეფასებით, "ქართული ოცნების" პოლიტიკა "ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის განადგურებას" ემსახურება, რასაც საბა ბუაძის თქმით, საზოგადოებამ ერთიანობა უნდა დაუპირისპიროს. 

ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ეს არის ოპონენტების და განსხვავებული აზრის განადგურება. პოსტოტალიტარული მდგომარეობა არის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, პოლიტიკა უნდა დავიბრუნოთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკის დაბრუნების გზაზე საზოგადოებას ერთიანობა ვაჩვენოთ. ის, რომ კომპრომისი არ იქნება და თამასა მაღლა არის აწეული, ეს აჩვენეს ჩვენმა მეგობრებმა. მათ აჩვენეს, რომ ნამდვილი ძალაუფლება მჩაგვრელს კი არ ეკუთვნის, არამედ მას, ვისაც ამ ჩაგვრის არ ეშინია (ვაცლავ ჰაველის სიტყვები). ჩვენ შეიძლება წაგვართვან პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები, მაგრამ რასაც ნამდვილად ვერ წაგვართმევენ, არის სიცრუესთან გამიჯვნის შესაძლებლობა. ის, რომ ჩვენი საზოგადოება ტოტალიტარულ გზაზე მიდის და ივანიშვილის საქართველოდან ბელორუსის გაკეთება უნდა, ეს ცხადია." - განაცხადა საბა ბუაძემ. 

მსგავსი სიახლეები