პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას - კობახიძე სააკაშვილზე

04.10.21 14:15
პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას - კობახიძე სააკაშვილზე

"პათოლოგიური ადამიანი, რომელიც 18 წელი მოსვენებას არ აძლევდა ამ ქვეყანას" -  ასე შეაფასა მიხეილ  სააკაშვილის დაპატიმრება "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ,  ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე. კობახიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მოშლილია, რაც "ოცნებას" საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 წლის მანძილზე გააჯანსაღოს ქართული პოლიტიკური სპექტრი. 

მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის მანძილზე  ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" მოშლილია, მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ  შესაძლებლობას 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისთვის", - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" პოლარიზაციის მთავარი წყაროა:

ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს განვითარების შესაძლებლობა არ მიეცემათ, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" პოლარიზაციის მთავარი წყაროა. ამ შესაძლებლობას (სააკაშვილის პატიმრობას) მაქსიმალურად გამოვიყენებთ, პათოლოგიური ადამიანების ადგილი, რა თქმა უნდა, ქართულ პოლიტიკაში არ არის", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ. 

 

მსგავსი სიახლეები