ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ თავს ვწირავთ, ამიტომ მოვითხოვთ მათგან მეტ ქმედებას - ხოშტარიას შიმშილობის მეორე დღე
შიმშილობის მეორე დღე - ელენე ხოშტარია ამბობს, რომ თავს მხნედ გრძნობს, მადლობას უხდის ხალხს სოლიდარობისთვის და აცხადებს, რომ ახლა ბრძოლის ხაზი თავგანწირვასა და "ოცნებასთან" ნულოვან თანამშრომლობაზე გადის.
ესენი არიან ორჯონიკიძეები, მაგრამ ჩვენ ამჯერად ვართ უფრო ძლიერები გარედანაც და შიგნიდანაც - აცხადებს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი..
ხოშტარიას თქმით, დღეს როგორც ოპოზიციონერი ლიდერები, ისე ის ახალგარზდები და სამოქალაქო ატივისტები, ასევე ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლებიც ციხეში არიან გამოკეტილნი, თავს წირავენ სამშობლოს მომავლისთვის.
საგარეო ფრონტზე ჩვენ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ თავს ვწირავთ. ამიტომ მოვითხოვთ მათგან კიდევ უფრო მეტ ქმედებას - აცხადებს ოპოზიციონერი ლიდერი.
გადასარევად ვარ, რადგან ის რწმენა, რა ბრძლაც არის საჭირო, მე მაძლევს ყველანაირ ძალას. ეს პრობლემა არ არის, ამაზე არავინ ინერვიულოს.
მეორე, ძალიან დიდი მადლობა სოლიდარობითვისა, რომელსაც ვგრძნობ. მესამე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რა არის, ეს არ არის სიჯიუტე, ეს არის აბსოლუტურად მკაფიო ხედვა, თუ როგორ უნდა მოერიო რუსულ რეჟიმს. პირველი, უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არიან რუსები, წარმოდიგინეთ 21 წელი, მოდის ორჯონიკიძე და რას ვშვებით ჩვენ? ვეუბნებით, რომ მოდი მოლაპარაკებებზე დავსხდეთ და არჩევნები ჩავატაროთ? ეს ხომ აბსურდია. ესენი არიან ორჯონიკიძეები, მაგრამ ჩვენ ამჯერად ვართ უფრო ძლიერები გარედანაც და შიგნიდანაც. ჩვენი ბრძოლის მთავარი პრინციპი უნდა იყოს, ნულოვანი თანამშრომლობა, მეორე თავგანწირვა, რადგან ჩენ ვხედავთ, რომ ჩვენმა ლიდერებმა უკვე გაწირეს თავი, იმ ახალგაზრდებმა 50-ზე მეტმა პოლიტპატიმარმა არ გაწირა თავი? მზია ამაღლობელს არ შუეძლია გამოვიდეს, თქვა, რომ ბოდიში არ უნდა დამერტყა და დღესვე გარეთ იქნება, მაგრამ ისინი წირავენ თავს. ზუსტად იგივე მიდგომით უნდა ვიყოთ ჩვენც პოლიტიკოსები. ასევე ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ართანამშრომლობის ფარგლებში 4 ოქტომბრის არჩევნების დელეგიტიმაცია. ამას დასჭირდება უდიდესი შრომა და მუშაობა. და რომ ამბობენ რა ვაკეთოთ - ხულდან ლაგოდეხამდე ველაპარაკოთ ხალხს და ვუთხრათ, რომ არჩევნებს ქმნის ხალხი და არა მოგონილი არალეგიტიმური ხელისუფლება. ასევე საგარეო ფრონტზე ჩვენ პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, რომ თავს ვწირავთ. საქართველო, ქვეყანა, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, ეს არი არის ქვეყანა, სადაც რუსები მოვიდნენ და რაიმე სახით გატეხეს, ამიტომ მორალურად გამართულები მოვითხოვთ მათგან კიდევ უფრო მეტ ქმედებას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“.