"ვაგრძელებთ ბრძოლას, ხვალ ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე" - ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"

28.06.25 12:23
"ვაგრძელებთ ბრძოლას, ხვალ ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე" - ბრიფინგი "ძლიერ საქართველოში"

"ძლიერი საქართველო" 29 ივნისის მასშტაბურ მსვლელობას უერთდება - როგორც დღეს კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკოს ელისაშვილმა და ირაკლი კუპრაძემ განაცხადეს, ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების მიუხედავად ბრძოლა და წინააღმდეგობა გრძელდება.

ელისაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა კვირას, 29 ივნისს საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

"ხვალ ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე" - აცხადებს ელისაშვილი.

„არნახული ზეწოლისა და რეპრესიების მიუხედავად, როდესაც ოპოზიციის ლიდერების ნახევარი საპატიმროშია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას. ის ადამიანები, ვისთვისაც საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბრძოლას არ ვწყვეტთ. ერთიანობისა და ბრძოლის ჟინის დასტურად ჩვენ ყველანი ვაპირებთ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ისევ ვიბრძვით. ჩვენ გვწამს ჩვენი გამარჯვების. ამის დასტურად ხვალ 19:00 საათზე ვაპირებთ ისევ შევიკრიბოთ, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩები მტკიცედ და მივიდეთ რუსთველზე. მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ჩვენი კოალიციის მხარდამჭერი, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ თავი არ დაგვიხრია. ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პარტია აგრძელებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის არაპარტიულ საქმიანობას - ქველმოქმედებას. მისი ინფორმაციით, დღეს წალენჯიხაში პირველად გაიხსნება წალენჯიხის თეატრი, რომელიც სწორედ "ძლიერი საქართველოს" ლიდერების ძალისხმებით აღდგა.

ჩვენ "ძლიერი საქართველო" ვაგრძელებთ წინააღმდეგობას მთავარი მოთხოვნებით - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. გამოვიყანებთ ყევლა გზას და შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზნებს- ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ჩენი პარტიის ორი ლიდერი იმყოფება საპატიმროში. ასევე ჩვენი პარტიის წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი არიან პოლიტპატიმრები. მიუხედავად ამისა, არცერთი ნაბიჯი უკან, ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას. მიუხედავად, ჩვენი ლიდერების პატიმრობისა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ არაპარტიულ საქმიანობასაც, რომლითაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ათწლეულებია დაკავებულები არიან და ეს არის ქველმოქმედება. დღეს წალენჯიხაში პირველად გაიხსნება წალენჯიხის თეატრი. მოხდება  აღდგენილი ტეატრის პრეზენტაცია", - განაცხადა ირაკლი კუპრაძე. 

ცნობისთვის, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.

მანამდე, 19:00 საათზე საპროტესტო მარში მოეწყობა მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ.

მსგავსი სიახლეები