29 ივნისის აქცია - სალომე ზურაბიშვილის ოფისში შეხვედრა იმართება
შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან - ამ წუთებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ოფისში იმყოფებიან, როგორც "წინააღმდეგობის პლატფორმის" წევრები, ისე "26 მაისის კომიტეტის" წარმომადგენლები, ისინი ვინც აქტიურად არიან ჩაწრთული საპროტესტო აქციებში.
დღევანდელი შეხვედრის თემა ხვალინდელი მასშტაბური აქციაა, რომელიც 29 ივნისს 20:00 საათზე არის დაანონსებული.
როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, აუცილებელია, ქვეყანაში პროტესტის ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს.
"პრეზიდენტთან არსებული "წინააღმდეგობის პლატფორმა" და "26 მაისის კომიტეტი" ვიკრიბებით დღეს, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმართოთ საპროტესტო აქცია, რომელიც დავაანონსეთ 29 ივნისს, რადგან ჩვენ, ამ პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, პრეზიდენტმა, სამოქალაქო საზოგადოებამ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი ერთიანობა დაამარცხებს რუსულ ხელისუფლებას".- განაცხადა შეხვედრის წინ თათია მექვაბიშვილმა.