რა წერია რეზოლუციაში, რომლის მისაღებადაც "ალდე" ემზადება - გრიგოლ გეგელიას კომენტარი

28.06.25 14:00
რა წერია რეზოლუციაში, რომლის მისაღებადაც "ალდე" ემზადება - გრიგოლ გეგელიას კომენტარი

 

 

ჰელსინკში "ალდეს" ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცახდებით, რომელიც ყრილობას ესწრება, ამბობს, რომ რეზოლუციის დოკუმენტში, მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე ვითარება, დაგმობილია პოლიტიკური ლიდერების დაკავება. ამავე დოკუმენტში წერია, რომ არაკანონიერია კანონები, რომელიც "ოცნებამ" მიიღო.

დოკუმენტში არის მთავარი მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები, ასევე 2025 წლის ბოლომდე ჩაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.  

რეზოლუციაში არის საუბარი იმაზე, რომ დაუყოვნებლივ უნდა ჩაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნებ 2025 წლის ბოლომდე, უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და უნდა გაუქმდეს ყველა ის მავნებლური კანონმდებლობა, რომელიც იქნა მიღებული რუსული ჰირიდული რეჟიმის მიერ. ეს არის კიდევ ერთი მკაფიო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციას აფასებს, როგორც უმძიმეს პოლიტიკურ დემოკრატიულ კრიზისს და რომელიც სახელს არქმევს რუსეთის მსახურ ჰიბრიდულ რეჟიმს, რომელმაც გადააგვარა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, უღალატა საქართველოს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყანა დააშორა საერთაშორისო ცივილიზირებულ საზოგადოებას", - განაცხადა გრიგოლ გეგლიამ. 

 

მსგავსი სიახლეები