ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე! - სოფო ჯაფარიძე
ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე - ამის შესახებ "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძე დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ქალ პოლიტიკოსებთან ერთად რუსთაველის გამზირზე მივიდა და ელენე ხოშტარიას და სხვა მოშიმშილე პირებს სოლიდარობა გამოცუხადა.
ჩვენ ვებრძვით რეალურად რუსეთს, როდესაც ჩვენ ვებრძვით იმ უსამართლობას, რა უსამართლობაშიც რუსული რეჟიმი გვამყოფებს. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ არის, ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“. მას დღეს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და სამი აქტივისტი შეუერთდა.