სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დასრულებულია - რა საკითხზე გაიმართა მსჯელობა მეხუთე პრეზიდენტის ოფისში
საჭიროა ერთიანობა, ერთმანეთთან კოორდინაცია და სიმტკიცე - ამ გზავნილებით დატოვეს მეხუთე პრეზიდენტის სამუშაო ოფისი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა.
დახურულ კარს მიღმა, სალომე ზურაბიშვილი იმ პროტესტის შესახებ ესაუბრებოდა მიწვეულ სტუმრებს, რომელიც ხვალ საღამოს 20:00 საათზეა დაგეგმილი. პოლიტიკურ პარტიებში ფიქრობენ, რომ ახლა გაჩერების დრო არ არის, პირიქით საჭიროა "ოცნებაზე" ქუჩიდან და პოლიტიკური მაგიდებიდანაც შეტევა გაძლიერდეს.
ვისაუბრეთ ერთობის მნიშვნელობაზე, ღირებულებაზე და მათ შორის განვიხილეთ ხვალინდელი აქციის მიმდინარეობა. მოვუწოდებ მოქალაქეებს, 29 ივნისს ერთად შეკრებიბოთ. ვისაუბრებთ ერთ მთავარ საკითხზე, რომ რუსული რეჟიმი არის რეპრესიული, არალეგიტიმური, ძალადობრივი და მისი დამარცხების შესაძლებლობებზე, რომ ეს შესაძლებელია ერთიანობით", - განაცხადა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ.