იუკნევიჩიანე: ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა - სიგნალი SOS ევროკავშირს თბილისიდან
ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს და ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
განცხადებასთან ერთად იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას ფოტოსაც ავრცელებს და წერს, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შიმშილობა დაიწყო.
„შეუპოვრობის ნიშანი და და განგაშის სიგნალი SOS ჩვენ, ევროკავშირს, თბილისიდან. ქართული ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო. ივანიშვილის რეჟიმმა უკვე დააპატიმრა ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობა. დაუყოვნებლივ საჭიროა გადაწყვეტილებები!“, - წერს ევროპარლამენტარი.
27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს რვა პოლიტიკოსი, რომლებსაც წულიკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯათ ან წინასწარ პატიმრობაში არიან და დღე-დღეზე ელიან განაჩენის გამოცხადებას.