ირაკლი ფავლენიშვილი: ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს

28.06.25 16:02
ირაკლი ფავლენიშვილი: ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს

„ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი (შიმშილობა) აღქმული უნდა იქნას, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ქვეყანაა მთავარი ორიენტაცია ქუჩის პროტესტზე უნდა იყოს გადასული.

„ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები წირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ ბრძოლაში ეს ნაბიჯი უნდა აღქმულ იქნას მათ შორის საპროტესტო ელექტორატის და სხვა აქტორების მიერ, რომ აღარ არსებობს უკან დახევა რეჟიმთან ბრძოლაში, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის სრულ ერთიანობაზე წინააღმდეგობაში, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“. მას დღეს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და სამი აქტივისტი შეუერთდა.  

 

მსგავსი სიახლეები