რაზე ესაუბრა გერმანიის ელჩი მოშიმშილე პოლიტიკოსებს - გედევან ფოფხაძის კომენტარი
მოშიმშილე პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან რუსთაველის გამზირზე მისული გერმანიის ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ მიმართეს ოპოზიციონერებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას.
როგორც "პირველებთან" საუბარში გედევან ფოფხაძე აცხადებს, კონკრეტულად მისგან პეტერ ფიშერს აინტერესებდა, თუ დაინტერესდნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები, საუბარია "ოცნების" წევრებზე.
ელჩს ავუხსენით, რომ პროტესტის ეს ფორმა განპიროებულია იმ რეალობით, რაც ქვეყანაში შეიქმნა - აცხადებს ფოფხაძე.
პირველ რიგში გამოგვიცახადა სოლიდარობა. მისი მადლობლები ვართ. დიპლომატიური კორპუსი რომ ასეთ მხარდაჭერას გვიცხადებს, ეს ჩვენთვის თავისთავად ბევრს ნიშნავს, იმიტომ, რომ ევროპისთვის ბრძოლის გამოა ის, რაც საქართველოში ხდება. იყო კითხვები თვითონ აქციის თაობაზე, ასევე შიმშილობაზე და ჩვენ ავუხსენით, რომ პროტესტის ეს ფორმა განპიროებულია იმ რეალობით, რაც ქვეყანაში შეიქმნა. რეჟიმი ხდება სულ უფრო აგრესიული, სულ უფრო გადის სამართლებრივი და პოლიტიკური სივრციდან და უკარგავ ხალხს ევროპული მომავლსი იმედს. ეს ყველაფერი ვუთხარით ჩვენ ელჩს. ჩემთან მიმართებაში დაინტერესდა, ჩემმა ყოფილმა კოლეგები თუ დაინტერესდნენ ჩემი მდგომარეობით. სამწუხაროდ არა, მაგრამ კარგია, როცა ევროპელ დიპლომატებს ესმით, რომ ასეთ დროს შენი მდგომარეობით შენი ყოფილი კოლეგაც უნდა დაინტერესდეს. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ძალიან მალე იქნება ევროპული, პოლიტიკური სტანდარტი და პოლიტიკაზე მაღლა დადგება ადამიანური ურთიერთობები. "ქართულ ოცნებას" ყველანაირ ადამიანურზე უარი აქვს ნათქვამი და დღეს რაც ხდება, ეს არის დემონსტრაცია იმის, როგორი არ უდნა იყოს ხელისუფალი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტთან შიმშილობა დაიწყო „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც. როგორც მან აღნიშნა, მზადაა, „რეჟიმს თავი შესწიროს“. მას დღეს პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და სამი აქტივისტი შეუერთდა.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ელენე ხოშტარია პარლამენტთან თანამოაზრეებს დღეს საღამოს 21:00 საათზე პროტესტის ეპიცენტრში ელოდება. მოშიმშილე პოლიტიკოსი გეგმავს მოქალაქეებს საკუთარი ხედვა გააცნოს, რა უნდა გააკეთოს ახლა ოპოზიციამ და ხალხმა ბრძოლის გასაგრძელებლად.