ქუთაისში "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს
ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის" წევრი, აკაკი საღინაძე, ავრცელებს.
მისი თქმით, ოფისიდან აშშ-ის დროშა მოიპარეს, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები კი დააზიანეს.
"არჩევნების შემდეგ დარბეულია ქუთაისის "სირცხვილიას" ოფისი. მოპარულია ამერიკის დროშა, მოტეხილია ევროკავშირის დროშა და ჩამოგდებულია საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა", - წერს აკაკი საღინაძე.