კორუფციის სკანდალი - ვისზე გავა გამოძიება?

28.06.25 21:27
კორუფციის სკანდალი - ვისზე გავა გამოძიება?

ღარიბაშვილის მამა და კორუფციის ბრალდებით დაკავებული რომეო მიქაუტაძის რძალი -  "შაბათის გუნდმა" მოიპოვა, ენერგეტიკული ბიზნესის ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტები და იპოვა ხალხი, ვისზეც ეჭვია, რომ დიდი ფული მათი დახმარებით იჭრებოდა.

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი არკვევდა, ვის ეკუთვნის ჰესი, რომელიც ღარიბაშვილის მამის და კორუფციის ბრალდებით დაკავებული "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნის რძალზე იყო გაფორმებული. ​ ​

ირკვევა, რომ "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ძმა გიორგი მიქაუტაძე  ცოლთან ერთად ჰესების ბიზნესშია - ის მეუღლესთან, მაია ყურაშვილთან ერთად ფლობს "ნახიდური ჰესისა" და "მომავლის ენერგიის" წილებს.  ერთ-ერთი ბრალი კი რომელიც ჩინოვნიკს წაუყენეს, სწორედ ენერგო კომპანიებში წილების სანდო პირებზე გაფორმებაა.

ამასთან, "შაბათის ეთერმა"  დაადგინა რომეო მიქაუტაძის  ოჯახის კავშირები იმ ენერგო კომპანიებთან, რომლებმაც ჰესების მშენებლობის უფლება მოიპოვეს, "ქართული ოცნების" მთავრობასთან მემორანდუმები გააფორმეს და ჰესების ასაშენებლად ტერიტორიები მიიღეს.

ვინ მისცა ჩვენება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის  წინააღმდეგ და ვის კვალზე ცდილობენ  საგამოძიებო უწყებები რომეო მიქაუტაძის მეშვეობით გასვლას?! 

  • დოკუმენტების შესწავლის შედეგად ჰესების ბიზნესში მიქაუტაძისა, ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახების ინტერესები იკვეთება. "შაბათის ეთერის" მიერ "ნახიდური ჰესის" ამონაწერის მიხედვით, 2019 წლიდან ენერგო ბიზნესის 50 პროცენტიან წილს რომეო მიქაუტაძის ძმის ცოლი, მაია ყურაშვილი ფლობს.
  • რომეო მიქაუტაძის ოჯახის წევრმა 50 პროცენტიანი წილი 2019 წლის 17 ივლისს გადაიფორმა. ორ თვეში კი წილის 16 პროცენტი ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ტარიელ ღარიბაშვილს 3652 დოლარად მიჰყიდა.
  • რომეო მიქაუტაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი და ნათელ-მირნია.  დოკუმენტი, რომელიც შაბათის ეთერმა მოიპოვა, ადასტურებს, რომ მიქაუტაძის ძმის ცოლმა ღარიბაშვილის მამას ჰესის წილის 16 % - 3652 დოლარად მიჰყიდა, რაც საბაზროზე ბევრად უფრო იაფია. 
  • ამავე დოკუმენტის თანახმად, ღარიბაშვილს ჰესის მშნეებლობაში წილის მიღების შემდეგ, 137 ათასი ლარი უნდა ჩაედო. ღარიბაშვილმა ეს წილი მიღებიდან რამდენიმე თვეში 120 ათას  ლარად გაყიდა. გამოძიება ამბობს, რომ იძიებს რომეო მიქაუტაძის დაკავშირებული პირების საეჭვო გარიგებებს, ამიტომ "შაბათის ეთერი" დაინტერესდა, დაიბარეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი მამა დაკითხვაზე

გამოძიება ამტკიცებს, რომ მიქატაძე დანაშაულს წლების განმავლობაში ჩადიოდა -  აწარმოებდა უკანონო გარიგებებს, ენერგეტიკულ კომპანიებს  წილებს კი აფორმებდა  სანდო პირებზე, შემოსავალს კი თავად იღებდა.

რომეო მიქაუტაძე  "ქართული ოცნების" სამთავრობო გუნდის წევრი  2017 წლიდან გახდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. თანამდებობიდან ღარიბაშვილის გადაყენებიდან ერთ კვირაში წავიდა.

  • "ნახიდური ჰესის" წილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, მიქაუტაძის რძალთან ერთად ფლობდნენ, ახლა გასხვისებულია. მომგებიან ბიზნესში, სადაც მილიონები ბრუნავს ტარიელ ღარიბაშვილმა და უჩა მამაცაშვილმა ოფიციალურად წილი 2020 წლის 25 აგვისტოს დათმეს და ქონება ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის ახლო მეგობარს გიორგი ღამბაშიძეს გადაუფორმეს. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ახლა "ნახიდური ჰესის" დირექტორი რომეო მიქაუტაძის ძმა, გიორგი მიქაუტაძეა. ერთ-ერთი მეწილე მისი ცოლი მაია ყურაშვილი და უჩა მამაცაშვილის ახლო მეგობარი გიორგი ღამბაშიძე. 

სად არის უჩა მამაცაშვილი და დაიწყო თუ არა გამქრალი დიდი ფულის ძებნის სპეცოპერაცია ივანიშვილმა მის წინააღმდეგ?

საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, უჩა მამაცაშვილის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა დაეძაბა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ივანიშვილი დაარწმუნეს რომ მამაცაშვილმა მას ფული მოჰპარა რის გამოც ის ქვეყნოდან გაქცეულია.

მსგავსი სიახლეები