მიქაუტაძის რძალი და ღარიბაშვილის ცოლის ძმა ერთობლივ ენერგეტიკულ ბიზნესს ფლობენ
კორუფციის ბრალდებით დაკავებული ფილი მაღალჩინოსნის, რომეო მიქაუტაძის რძალი, მაია ყურაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი ერთობლივ ენერგეტიკულ ბიზნეს ფლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდი ავრცელებს.
მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კომპანია "მომავლის ენერგიაში" 10% რომეო მიქაუტაძის ძმის ცოლზე, მაია ყურაშვილზეა გაფორმებული. 13.33 % კი ექსპრემიერის ცოლის ნუნუ თამაზაშვილის ძმაზე.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა სახელმწიფო კომპანიაში "საქრუსენერგოში" წლების განმავლობაში მუშაობდა. ლექსო თამაზაშვილმა კომპანია ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დატოვა.
21 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე.