"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან აქცია მიმდინარეობს

04.10.21 15:04
"თავისუფლება მიშას" -  რუსთავის ციხესთან აქცია  მიმდინარეობს

"თავისუფლება მიშას" - რუსთავის ციხესთან სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა. სამ საათზე მეტია, დაწესებულებაში სპეცდანიშნულების რაზმი დგას.  სასჯელაღსრულების მე-12-ე  დაწესებულებასთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ავტოკოლონები მიხეილ სააკაშვილის საპატიმროსთან სიგნალებით, შეძახილებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ. რუსთავის ციხესთან მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩავიდნენ. მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების დაწესებულება მალე დატოვონ.

ეს აქცია არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვვნით. სააკაშვილმა და ნებისმიერმა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ იცის, რომ ეს აქტი, რომლეიც ოლიგარქმა მის დაქვემდებარებულ ძალოვან სტრუქტურებთან აღასრულა არის პოლიტიკური აქტი, სამართლებრივი დავა ეს არ არის, ასევე მოუწევს ოლიგარქს, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მალე გაათავისუფლოს. სააკაშვილს ექნება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს ატქიური  მონაწილეობა და ამის მოთხოვნით იწყება საპროტესტო აქციები აქ, რუსთავში", - ამბობს ენმ-ს წევრი, დავით კირკიტაძე.

ტერიტორიაზე  დამონტაჟდა სცენა, სადაც სიტყვით გამომსვლელები აქციის მონაწილეებს მიმართავენ. 

 

მსგავსი სიახლეები