პაპუაშვილი გერმანიის ელჩს "თვითმკვლელობის ხელშემწყობად" აცხადებს
შალვა პაპუაშვილმა, სოციალური ქსელის მეშვეობით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი მოშიმშილე პოლიტიკოსებთან და აქტივისტებთან ვიზიტის გამო გააკრიტიკა. პაპუაშვილმა გერმანელი დიპლომატი "თვითმკვლელობის ხელშემყობად გამოაცხადა.
„ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია! ეს გერმანელებსაც ეხება,“ – დაწერა პაპუაშვილმა Facebook-ზე.
დიპლომატი რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ მივიდა, რაც მოქალაქეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. ფიშერს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია მისი და მოშიმშილე პოლიტიკოსების საუბრის შინაარსი.