„შეუპოვრობა ახლა გადამწყვეტია“ - პარლამენტთან მოშიმშილეების პროტესტი გრძელდება

29.06.25 11:49
„შეუპოვრობა ახლა გადამწყვეტია“ - პარლამენტთან მოშიმშილეების პროტესტი გრძელდება

პარლამენტის წინ უწყვეტი აქციის მონაწილეები შიმშილობას აგრძელებენ. ელენე ხოშტარია, გედევან ფოფხაძე, ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია - პროტეტის უკიდურესი ფორმით "ოცნების" ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლას აცხადებენ.

დღეს შიმშილობის მესამე დღეა. ელენე ხოშტარიას გასულ ღამეს უკვე ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. ქალიპოლიტიკოსი ამბობს, რომ იცის, რამდენად მიშვნელოვანია ახლა შეუპოვრობა და მტკიცედ დგომა.

ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, მე ვიცი ჩემი ძალები. მე ვიცი, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ მომენტში შეუპოვრობა და ძლიერად ყოფნა, რომ ამას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ, რომ არის აქცია 20:00 საათე საღამოს და მე ძალიან მინდა, რომ ეს აქცია იყოს სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ ერთი, დიახ, ჩვენ ვდგავართ მიუხედავად რეჟიმის შეტევისა, ჩვენ ვდგავართ ბევრნი და მეორე, ოპოზიციის ერთობისკენ და შეჯერებისკენ გადადგმული ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი. პოლიტიკური ლიდერები, ის პოლიტიკოსები, ვისაც ხმა აქვთ მათან მიღებული, დიახ, წინა ხაზზე იდგებიან და აბსოლუტურად შეუპოვრები იქნებიან ამ ბრძოლაში, - ამბობს ელენე ხოშტარია. 

მოშიმშილეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სხვა ოპოზიციური პარტიები და ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. 

მსგავსი სიახლეები