გედევან ფოფხაძე: ქვეყანამ შესაძლოა, პუტინის რეჟიმის რეალობაში გაიღვიძოს, ამის არგაპროტესტება დაუშვებელია

29.06.25 14:04
გედევან ფოფხაძე: ქვეყანამ შესაძლოა, პუტინის რეჟიმის რეალობაში გაიღვიძოს, ამის არგაპროტესტება დაუშვებელია

ერთ დღეს შეიძლება,პუტინის რუსეთში გავიღვიძოთ, - ასე აფასებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გედევან ფოფხაძე, რომელიც უკვე მესამე დღეა პარლამენტის წინ შიმშილობს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის მშვიდად ყურება დაუშვებელია. მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის სრულ კონსოლიდაციაში და რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის დაწყებაშია

შეიძლება, დადგეს მომენტი, რომ ერთ დღეს გავიღვიძოთ და ვოცხოვროთ არა პროვინციული ფეოდალიზმის პირობებში, რომლადაც ჩამოყალიბდა თავიდან ივანიშვილის რეჟიმი, არამედ პუტინის რუსულ რეჟიმში, რაც ქვეყნის მომავალს ხაზს უსვამს. ამის ასე ყურება, ეს პროცესი როგორ მიდის მაგისკენ, ამის არგაპროტესტება დაუშვებელია. ასეთ ვითარებაში როგორ შეიძლება, იყო მაყურებლის როლში? მე მგონია, რომ სხვა გამოსავალი არ არის თუ არა ქართული საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის სრული კონსოლიდაცია და რეჟიმის წინააღმდეგ ერთანი ძალით ბრძოლა, - ამბობს გედევა ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია, გედევან ფოფხაძე, ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია - პროტეტის უკიდურესი ფორმით "ოცნების" ხელისუფლებასთან უკომპრომისო ბრძოლას აცხადებენ და უკვე მესამე დღეა პარლამენტთან შიმშილობენ. 

მსგავსი სიახლეები