წულუკიანის კომისია ხვალ 4 ოპოზიციონერს განმეორებით ელოდება - დაუმატებენ თუ არა დაჭერილ პოლიტიკოსებს სასჯელს?

29.06.25 17:29
წულუკიანის კომისია ხვალ 4 ოპოზიციონერს განმეორებით ელოდება - დაუმატებენ თუ არა დაჭერილ პოლიტიკოსებს სასჯელს?

დაუმატებენ თუ არა დაჭერილ პოლიტიკოსებს სასჯელს? - წულუკიანის კომისია სადავო ლეგიტიმაციის პარლამენტში ხვალ განმეორებით ოთხ  ოპოზიციონერს იბარებს. უკვე ცნობილია, რომ სხდომაზე არც ამ შემთხევაში მისცემენ ჩვენებას ხაზარაძე და გვარამია. ორივემ პარლამენტს წერილობით პასუხი გაუგზავნა.

კომისიაზე ხაზარაძის მეორედ დაბარებას "სასაცილო აქტს" უწოდებენ კოალიცია "ძლიერ საქართველოში". 

მამუკა ხარაზაძის მეორეჯერ დაბარება აქ უკვე შემაშინებელი და სახიფათო ტრავმებით თუ შეკითხვებით, არის კიდევ ერთი სასაცილო აქტი, რომ ივანიშვილი არის კრიზისში, არის ისტერიკაში. რა თქმა უნდა მას ეშინია ოპონენტები, რომლებიც მყარად და ძლიერად დგანან. დგანან პატრიოტულ, ეროვნულ პოზიციებზე და სწორედ ასეთი ადამიანია მამუკა ხაზარაძე, რომელიც უკან არ დახევს არაფრის ფასად. სანამ არ დადგება ქვეყანა სწორ რელსებზე, უკან არ ადვიხევთ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ბრძოლას და ჩენი ლიდერები ამ წინააღმდეგობას გააგრძელებენ საპატიმროში, - ამბობს ირაკლუ კუპრაძე.

სავარაუდოდ, სასჯელის ვადა გაუხანძლივდება გიორგი ვაშაძესაც - მასთანაც მეორედ სურთ გასაუბება.

ხვალ პროკურატურა, დიდი ალბათობით, ბრალს წარუდგენს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი გახარიასაც. ის ხვალ 12:00 საათზეა დაბარებულიი საკანონდმებლო ორგანოში, მაგრამ გახარია გერმანიაშია.

გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ პარტიის ლიდერი მზადაა, კომისიას დისტანციურად ჩაერთოს, თუმცა მისცემენ თუ არა მას ამის საშუალებას, ჯერჯერობით უცნობია.

იმ დროს, როდესაც ის დაგეგმილი ვიზიტით იმყოფება საზღვარგარეთ, მას აქვს სრული უფლება, ჩაერთოს კომისიას დისტანციურად თუ რა თქმა უნდა, თავად კომისიას არ ეშინია სიართლის მოსმენის. რაც შეეხება მერე რას იზამს, როგორ იმოქმედებს გახარია, როგორ იმოქმედებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ამას მოგვიანებიტ გაიგებს საზოგადოება. ჯერჯერობით ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პირობებში, ამ ვადებში ჩვენ გვაქვს სრული უფლება, მოვითოხვოთ კომისიაზე დისტანციური ჩართვა, - ამბობენ გახარიას გუნდში. 

'ნაციონალურ მოძრაობაში" კი პირდაპირ ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისია არალეგიტიმურია და მას 'ოცნება" ოპონენტების წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმად იყენებს.

საგამოძიებო კომისიაში, რომელშიც, რეალურად ოპოზიცია ქვეყნის არ არსებობს, გასაგებია, რა ტიპის ინსტრუმენტიც არის მათ ხელში. ვერანაირად ვერ ექნება მას კონსტიტუციური, ლეგიტიური უფლება, გამოიძიოს ნებისმიერი ტიპის საკითხი. ვინც არ აღიარებთ, ყველანი წახვალთ ციხეში, ერთის მხრივ ეუბნებიან, მეორე არის, რომ საქართველო დაადანაშაულონ 2008 წლის ომში და ამით ასიამოვნონ თავიანთ ხელმძღვანელობას მოსკოვში და მესამე არის ის, რასაც ასევე ისინი ღიად ამბობენ და გაცხადებულია ეს მიზანიც, რომ "ნაცონალურ მოძრაობას" მიაყენონ ზიანი, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები