დაკავებული პოლიტიკოსები წულუკიანის კომისიის გამოკითხვაზე კვლავ უარს აცხადებენ – გაუხანგძლივებენ თუ არა პატიმრობის ვადებს?
ოპოზიციონერი ლიდერების შვიდ და რვა თვიანი დროებითი ჩამოშორება საკმარისი არ აღმოჩნდა. ბრალდებულები წულუკიანის კომისიამ გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარა. კომისია მამუკა ხაზარაძის, ნიკა გვარამიას და გიორგი ვაშაძის სხდომაზე დისტანციურად ჩართვას ითხოვს, თუმცა პოლიტიკოსები პროცესში მონაწილეობაზე ისევ უარს აცხადებენ.
ხვალვე გამოკითხვაზე დაბარებულია პარტია "საქართველოსთვის" ლიდერიც, თუმცა გიორგი გახარია გერმანიაშია. ის გამოკითხვაზე დისტანციურად ჩართვას ცდილობს, თუმცა უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია.
ოპოზიცია დაკავებული პოლიტიკოსების კომისიაზე ხელმეორედ დაბარების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად მათთვის პატიმრობის ვადების შესაძლო გაგრძელებას ასახელებს. იურისტებიკი ყურადღებას კომისიის არალეგიტიმურობაზე ამახვილებენ.
სპეციალისტების განცხადებით, წულუკიანის კომისია დაკომპლექტებულია მმართველი პარტიისა და მისი პარტნიორი სუბიექტების წარმომადგენლებით. მათი განმარტებით, საგამოძიებო კომისიის სტრუქტურა განსხვავებულია – მას უნდა ხელმძღვანელობდეს ოპოზიცია და არა მმართველი ძალა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.