ცომაიას, რომლის ბინაშიც სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ბიზნესმენ ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანმა მიიღო.
ელგუჯა ცომაიას გამოძიება მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.