თავისუფლება პოლიტპატიმრებს! -"ძლიერი საქართველოს" მარში რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

29.06.25 20:18
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!  -"ძლიერი საქართველოს" მარში რუსთაველის გამზირისკენ მიემართება

"საქართველო დადექი!" - დედაქალაქში "ოცნების" წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იწყება. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა. მოქალაქეების ნაწილი დედაქალაქის ცენტრალური გამზირისკენ მსვლელობით მიდის. რუსთაველისკენ მიემართება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" მარშიც. მათ ხელში იმ ადამიანების ფოტოები უკავიათ, რომელსაც საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნევს. 

რუსთაველზე მისვლამდე, მარშის მონაწილეები რამდენიმე წუთით შჩერდენენ, რათა უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლისთვის, ვანო ნადირაძისთვის პატივი მიეგოთ. 

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! - ეს არის მარშის მონაწილეების მთავარი გზანილი. 

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ეს არის ის მთავარი გზავნილი, რის გამოც დღეს ვიკრიბებით. ჩვენ წინა აქციები როდესაც გავაკეთეთ მზია ამაღობელისთვის, სხვა პატიმრებისთვის, ვიდექით მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარძესთან ერთად. დღეს თავიანთი პრინციპული გადაწყვეტილების გამო, ვაჟკაცობის, პატრიოტიზმის გამო არიან ციხეში. დღეს ჩვენ მათ გარეშე, იმიტომ, რომ ისინი ციხიდან აგრძელებენ ბრძოლას, მხარდაჭერას სამოქალაქოპროტესტის, გამხნევებას გუნდის, ჩვენ მათ გარეშე, თუმცა მათთვისაც ვაგრძელებთ ბრძოლას. ერთადერთი რამ, ერთიანობაა, რომლითაც შესაძლებელია ივანიშვილის რუსული რეჟიმის დამხობა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

კიდევ რას ამბობენ მარშის მონაწილეები, ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები