ზალდასტანიშვილის აკადემია: მოვითხოვთ, შეწყდეს ჩვენი სკოლის დამფუძნებლების, მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ავტორები პოლიტიკურ რეპრესიებს გმობენ.
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის წარმომადგრნლები აღნიშსხვან, რომ დაკავებულებს შორის არიან ამერიკული აკადემიის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, პედაგოგის მეუღლე ნინო დათაშვილი და კურსდამთავრებულის მეუღლე გიორგი ვაშაძე.
" ჩვენ, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლები, თანამშრომლები, კურსდამთავრებულები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეშფოთებულები ვართ იმ რეპრესიული პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. პოლიტიკური რეპრესიების სამიზნე გახდნენ ყველა პროფესიისა და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები. სხვა მოქალაქეებთან ერთად, დაპატიმრებულები არიან ჩვენი სკოლის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ჩვენი სკოლის პედაგოგის მეუღლე ნინო დათაშვილი, ჩვენი კურსდამთავრებულის მეუღლე - გიორგი ვაშაძე.
ჩვენი სკოლა დაფუძნდა გივი ზალდასტანიშვილის რწმენით, რომ საქართველო არასდროს აღარ იქნებოდა ტოტალიტარული სახელმწიფო და ქართველი ახალგაზრდები გახდებოდნენ დემოკრატიული სამყაროს ღირსეული წევრები. სამწუხაროდ, დღეს, ორივე მიზანი ისე შორსაა, როგორც არასდროს.
მოვითხოვთ, რომ შეწყდეს ჩვენი სკოლის დამფუძნებლების, მასწავლებლებისა და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრებისა და ყველა ჩვენი თანამოქალაქის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
ხელის მოწერა შეგიძლიათ ლინკზე: https://forms.gle/JuMmdXCseZrMXAEi6"- წერია განცხადება