კალასი რეგიონში მეორედ ჩამოდის - "ოცნებასთან" შეხვედრა დაგეგმილო არ არის

30.06.25 12:24
კალასი რეგიონში მეორედ ჩამოდის - "ოცნებასთან" შეხვედრა დაგეგმილო არ არის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რეგიონში უკვე მეორედ ჩამოდის. კაია კალასი ახლა სომხეთში იმყოფება, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებასთან შეხვედრით არ ინტერესდება. 

ამ ფონზე "ქართული ოცნება" მაინც ამტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა და 2030 წელს საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის ისეთი მომზადებული იქნება, როგორც არცერთი სხვა ქვეყანა. 

ლადო ბოჟაძე ირწმუნება, რომ ყველა კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ევროპულ სტანდარტებთან არის შესაბამისობაში. 

ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას ევროკავშირისკენ, ჩვენ ვაგრძელებთ, მათ შრის, პარლამენტი იმ კანონმდებლობის მიღებას, რომელიც დაგვაახლოვებს ევროკავშირთან და თუ ვინმე იქნება მზად 2030 წელს წევრობისთვის, ეს იქნება საქართველო. ის, რომ ევროკავშირმა თავად დააპაუზა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეს არის უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ნახეთ, 2024 წელს ივნისში განცხადება ევროკავშირის ელჩის და ევროპული საბჭოს... ეს იყო ზეწოლის მცდელობა ამომრჩეველზე 26 ოქტომბერს, როდესაც ქაართველმა ხალხმა მშვიდობა აირჩია. მოლდოვასთან და უკაინასთანაც, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, ათი ნაბიჯით წინ ვართ. რეფორმებშიც, კანონმდებლობაშიც და ყველაფრით. ყველა კნანონმდებლობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, არის ევროპული სტანდარტის, - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

ის, რომ კალასი "ოცნებიასთან შეხვედრით დაინტერესებული არ არის, ოპოზიციისთვის სიგნალია, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი აღარაა, რადგან მათი თქმით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა და  "ქართული ოცნება" ავტორიტარული მმართველობით ევროპას შორდება. 

როდესაც საქართველოში რუსული ავტოკრატიული სისტემა დამყარდა, ცხადა, როგორც ჩანს, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ სომხეთი ჩაანაცვლებს საქართველოს ევროკავშირისთვის, როგორც მთავარი მოკავშირე ქვეყანა ჩვენს რეგიონში. მაშინ, როდესაც საქართველომ დაკარგა ევროკავშირში გაწევრიანების გზა, ვხედავთ, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლების მაღალი დონის ვიზიტებს სომხეთში, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ სიკეთის მინიჭებას სომხეთისთვის, რომელსაც საქართველო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში დაკარგავს, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები