ღარიბაშვილი დარწმუნდება, რა არის ქართველის ხალხის ძალა - ნიკა მელია

04.10.21 15:38
ღარიბაშვილი დარწმუნდება, რა არის ქართველის ხალხის  ძალა - ნიკა მელია

"ბრძოლა გრძელდება ბოლომდე" - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე,  ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მივიდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის პატივია ციხეში ყოფნა, მაშინ როცა უამრავი მხარდამჭერი ჰყავს.

იქ სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ეს არის პატივი მისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ არის პატივი მიხეილ სააკაშვილისთვის იცოდეს, რომ ჰყავს მას 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც გულშემატკივრობს მას, ახლა განსაკუთრებით, შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ს ამომრჩეველი არ იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ თავდადება და თავგანწირვა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის.

ღარიბაშვილი დარწმუნდება, რა არის ქართველის ხალხის  ძალა ძალიან მალე. დარწმუნებული ვარ, რომ იგი უკვე საქმის კურსში არის რას ვგულისხმობ მე", - ამბობს მელია. 

მელიას თქმით, "ქართული ოცნების" ამომრჩევლებიც მალე დარწმუნდებიან, რომ ქვეყანაში აუცილებელია ცვლილებები. 

მინდა ვთქვა, ბრძოლა გრძელდება ბოლომდე და ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე და ეს გამარჯვება ძალიან მალე დადგება. ამ გამარჯვებით მოხარული იქნება ყველა, მათ შორის აი ყველა ის ადამიანი, ვინც დღესაც ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებაა" ამ ქვეყნის მომავალი. ის ადამიანებიც დარწმუნდებიან, რომ ცვლილებები არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ ბევრი დრო არა გვაქვს, დიდხანს ვერ გავჩერდებით.

ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ ამ ბრძოლაში, ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის, უკეთესი ცვლილებებით უნდა ისარგებლოს ყველა პარტიის წევრმა. ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან განგვასხვავებს ის, რომ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო არ იყოს მიტაცებული, ვაშენოთ ისეთი სახელმწიფო სადაც განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ერთად იცხოვრონ და ამ პოლიტიკურ ციხეში დროდადრო პოლიტიკოსების შესვლა-გამოსვლა ტრადიციად არ იქცევა. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ რახან სააკაშვილი ციხეშია, ამით მას ამცირებს მე ვფიქრობ, რომ პირიქითაა, ეს არის პატივი მისთვის. დარწმუნებული ვარ თავდადებას და თავგანწირვას, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აჩვენებს, უკვალოდ არ ჩაივლის", - ამბობს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები