კობახიძე ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის - “ოცნების“ აღიარება

30.06.25 12:54
კობახიძე ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის - “ოცნების“ აღიარება

კობახიძე ევროპაში უვიზოდ ვეღარ დადის. დღეს მან თავად აღიარა, რომ პრივილეგიები “ქართული ოცნებისთვის“ გაუქმებულია.

როგორც ის ამბობს,  ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება დასჭირდა.

კობახიძე ამბობს, რომ “ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება “

ეს შეზღუდვები მოქმედებს, როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის საერთო გადაწყვეტლებით, დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები