ირაკლი კობახიძე ისევ აქციის მონაწილეებს ითვლის

30.06.25 13:33
ირაკლი კობახიძე ისევ აქციის მონაწილეებს ითვლის

ირაკლი კობახიძის თავდასხმა მოშიმშილე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. “ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ამტკიცებდა, რომ პროტესტი ფიასკოს განიცდის. ამის მაგალითად მან გუშინდელი აქცია მოიყვანა და ირწმუნებოდა, რომ პარლამენტთან მხოლოდ ორი ათასი ადამიანი მივიდა.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შიმშილობის ფაქტს-კობახიძე აცხადებს, რომ “ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას.“

ალბათ, მსოფლიოში პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ ჯერ კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ესეც მეტყველებს თავისთავად იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად კარგია იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს მშვიდი და სტაბილური განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. 4 პარტია, 40 „ენჯეო“, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, „დიფ სთეითი“ ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 ადამიანი გამოიყვანეს,-განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები