კობახიძემ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა
“ქართული ოცნება“ დიპკორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმას აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩი, პარლამენტის წინ მოშიმშილე პოლიტიკოსისთვის სოლიდარობის გამოცხადებისთვის, ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.
ივანიშვილის გუნდის ლიდერი ამბობს, რომ “ეს ნაბიჯი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და შიმშილობის წახალისებაა“.
ეს არის ვენის კონვენციის მორიგი უხეში დარღვევა, მეორე ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება, რა თქმა უნდა, არცერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი,- თქვა კობახიძემ.
28 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მოშიმშილე პოლიტიკოსებთან საქართველოში გერმანიის ელჩი მივიდა - პეტერ ფიშერმა მხარდაჭერა გამოუხადა კოალცია "ცვლილებისთვის" ლიდერს, ელეენ ხოშტარიას, ასევე გედევან ფოფხაძეს და კიდევ იმ აქტივისტებს, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს.