როდის იყო მე კობახიძის სიტყვები მაინტერესებდა? -ხოშტარიას პასუხი “ოცნების“ ლიდერს
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და კითხვას სვამს, “როდის იყო მას კობახიძის სიტყვები აინტერესებდა?“
ხოშტარიას თქმით, თავადვე გადაწყვეტს როდის შეწყვეტს შიმშლობას და „ეს აბსოლუტურად მისი პირადი გადაწყვეტილებაა.“
როდის იყო მე კობახიძის სიტყვები მაინტერესებდა? როდის გადავწყვეტ შიმშილობის შეწყვეტას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, მე მაქვს ნათქვამი, რა არის პოლიტიკური ამოცანები, პოლიტიკური ამოცანაა-ერთობა, ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა. დარწმუნებული ვარ, როგორი ერთობითაც მოვედით აქამდე, ამ არათანამშრომლობის საკითხში, პარლამენტში თუ კომისიაზე, ასეთივე ერთობით გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც დღეს არის გადამწყვეტი, რომ რეჟიმი რომელიც დღეს ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს, ჩვენი აქტიური ერთობით და მოქმედებებით. მე არავის ველაპარაკები მოთხოვნით, განსაკუთრებით ოპოზიციასთან, არ ვლაპარაკობ შანტაჟის ენით, მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ სტრატეგიაზე, რომელიც მიმაჩნია აუცილებლად და რომელზეც მინდა შევჯერდე მაქსიმალურად ყველასთან. ეს არი არის ცალკე ჩემი ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის და პოლიტიკური პარტიის ბრძოლა,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ირაკლი კობახიძის ტავდასხმა მოშიმშილე პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე. ცოტა ხნის წინ, “ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს ამტკიცებდა, რომ პროტესტი ფიასკოს განიცდის. ამის მაგალითად მან გუშინდელი აქცია მოიყვანა და ირწმუნებოდა, რომ პარლამენტთან მხოლოდ ორი ათასი ადამიანი მივიდა.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შიმშილობის ფაქტს-კობახიძე აცხადებდა, რომ “ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას.“